მთავარიCHF / GEL • ვალუტა
CHF / GEL
გაცვლითი კურსი
წინა დახურული
3,10
ბაზრის სიახლეები
შვეიცარული ფრანკი — სავალუტო და ლეგალური გადახდის საშუალება შვეიცარიასა და ლიხტენშტაინში. ფრანკის ბანკნოტებს უშვებს შვეიცარიის ცენტრალური ბანკი შვეიცარიის ნაციონალური ბანკი, ხოლო მონეტებს — შვეიცარიის ფედერალური სახაზინო. ამჟამად ევროპაში მხოლოდ შვეიცარიის ვალუტას ჰქვია ფრანკი, მისი არაოფიციალური სახელია - თავშესაფრის ვალუტა. ფრანკის 1/100-ს ეწოდება გერმ. Rappen, ფრანგ. centime, იტალ. centesimo და რეტო-რომანულად rap. Wikipedia
ქართული ლარი — გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა 1995 წლის 2 ოქტომბრიდან. ეროვნულ ბანკს გააჩნია უფლება, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების გამოშვება. ასევე, ეროვნულ ბანკს აქვს ექსკლუზიური უფლება, დაამზადოს მიმოქცევის ან სხვა მიზნით, სამახსოვრო ფულის ნიშნები. სიტყვა „ლარი“, რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას. სახელწოდება „ლარი“ ქართული ფულის ერთეულის დასახელებად 1991 წელს წამოაყენა აკადემიკოსმა ვასილ ჩანტლაძემ მინისტრთა კაბინეტისათვის შედგენილ პროექტში. ეროვნული ბანკის საბჭო განსაზღვრავს და ამტკიცებს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დიზაინს, შემადგენლობას და სხვა მახასიათებლებს, რის შემდეგაც იწყება ფულისნიშნების ბეჭდვისა და მოჭრის პროცესში ჩაშვება. ქართული ფულის ნიშნები წამყვან ევროპულ ორგანიზაციებში მზადდება. საქართველოს ტერიტორიაზე მზა ფულის ნიშნების ტრანსპორტირებას და შემდგომ ეროვნული ბანკის საცავებში მათ შენახვას ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს. მოსახლეობას ფულის ნიშნები კომერციული ბანკების მეშვეობით მიეწოდება. Wikipedia
აღმოაჩინეთ მეტი
შესაძლოა გაინტერესებდეთ
ეს სია გენერირდება ბოლოდროინდელი ძიებებიდან, ფასიანი ქაღალდებიდან, რომლებსაც თვალს ადევნებთ და სხვა აქტივობიდან. შეიტყვეთ მეტი

ყველა მონაცემი და ინფორმაცია მოწოდებულია ისე, „როგორც არის“ მხოლოდ პერსონალური ინფორმაციის მიზნებისთვის და არ არის გამიზნული, იყოს ფინანსური კონსულტაცია, არც სავაჭრო მიზნებს ემსახურება და არც საინვესტიციო, საგადასახადო, იურიდიული, ბუღალტრული თუ სხვა რჩევებისთვის არის განკუთვნილი. Google არ არის საინვესტიციო მრჩეველი და არც ფინანსური მრჩეველი და არ გამოთქვამს შეხედულებას, რეკომენდაციას ან მოსაზრებას ამ სიაში შესული რომელიმე კომპანიის შესახებ ან ამ კომპანიების მიერ გაცემულ რომელიმე ფასიან ქაღალდთან დაკავშირებით. გთხოვთ, კონსულტაცია გაიაროთ თქვენს ბროკერთან ან ფინანსურ წარმომადგენელთან ფასების დასადასტურებლად ნებისმიერი სავაჭრო გარიგების შესრულებამდე. შეიტყვეთ მეტი
ძიება
ძიების გასუფთავება
ძიების დახურვა
Google აპები
მთავარი მენიუ