მთავარიGBP / CUP • ვალუტა
add
GBP / CUP
წინა დახურული
30,71
ბაზრის სიახლეები
ბრიტანული გირვანქა სტერლინგი-ის შესახებ
გირვანქა სტერლინგი — გაერთიანებული სამეფოს ფულის ერთეული. 1 ფუნტი = 100 პენსს. სიმბოლო: £. მიმოქცევაშია 5, 10, 20, 50 ფუნტის დენომინაციის ბანკნოტები, მონეტები 1/2, 1, 2, 5, 10, 20, 50 პენსი, 1, 2, ფუნტი. ბრიტანეთის შემადგენელი ცალკეული ტერიტორიები ბანკნოტებს საკუთარი დიზაინით ბეჭდავენ.
თავდაპირველად გირვანქა უტოლდებოდა 1 გირვანქა წმინდა ვერცხლს. ფულის ნიშნად იქცა ინგლისის ბანკის მიერ 1694 წელს ბანკნოტების გამოშვების შემდგომ. კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად გირვანქა მანტკიცდა. XIX საუკუნეში იქცა მსოფლიო ვალუტად. მეორე მსოფლიო ომმა და აშშ-ის სწრაფვამ, განემტკიცებინა დოლარი]ს საერთაშორისო პოზიცია, გირვანქა საგრძნობლად შეარყია. Wikipediaკუბური პესო-ის შესახებ
კუბური პესო — ერთ-ერთი ორი სახეობის ვალუტიდან, რომელიც ოფიციალურად მიმოქცევაშია კუბის რესპუბლიკაში. 1 კუბური პესო შედგება 100 სენტავოსგან. მეორე სახეობის ვალუტაა კუბური კონვერტირებადი პესო, რომელიც განსხვავდება კუბური პესოსგან სავალდებულო წარწერით «convertible».
ერთი და იმავე სახელწოდების ორი ფულის ერთეულის არსებობის მთელი არსი ის არის, რომ ეროვნული პესოების სხვა ქვეყნის ვალუტაზე გადაცვლა შეუძლებელია - მას კუბის გარეთ არავითარი ღირებულება არ აქვს; ხოლო კონვერტირებადი პესო კი თავისუფლად იცვლება ნებისმიერ ფულის ერთეულზე, მათ შორის, სხვათა შორის, ეროვნულ პესოზეც. გარკვეული ფინანსური მიზნებისათვის, ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით 1 ეროვნული პესო 1 კონვერტირებადი პესოს ტოლია. თუმცა, პრაქტიკაში ორი პესოს გაცვლითი კურსი ბანკებისა და ვალუტის გაცვლითი პუნქტების მიერ დგინდება და ერთი კონვერტირებადი პესოს ყიდვა დაახლოებით 25 კუბური პესო ჯდება.
თავად კუბელებს ანაზღაურების ნაწილი ჩვეულებრივ, ხოლო ნაწილი - კონვერტირებად პესოებში ეძლევათ. ყოველდღიური ხარჯებისათვის, როგორც წესი, კუბური პესო გამოიყენება. სურსათისა და ყოველდღიური მოხმარების საგნების მაღაზიათა უმრავლესობა სწორედ კუბურ პესოს ითხოვს, თუმცა ე. წ. “დოლარ-შოფები” ანგარიშსწორებას კონვერტირებად პესოში ახდენენ. Wikipedia