მთავარიGBP / LBP • ვალუტა
add
GBP / LBP
წინა დახურული
115 691,20
ბაზრის სიახლეები
ბრიტანული გირვანქა სტერლინგი-ის შესახებ
გირვანქა სტერლინგი — გაერთიანებული სამეფოს ფულის ერთეული. 1 ფუნტი = 100 პენსს. სიმბოლო: £. მიმოქცევაშია 5, 10, 20, 50 ფუნტის დენომინაციის ბანკნოტები, მონეტები 1/2, 1, 2, 5, 10, 20, 50 პენსი, 1, 2, ფუნტი. ბრიტანეთის შემადგენელი ცალკეული ტერიტორიები ბანკნოტებს საკუთარი დიზაინით ბეჭდავენ.
თავდაპირველად გირვანქა უტოლდებოდა 1 გირვანქა წმინდა ვერცხლს. ფულის ნიშნად იქცა ინგლისის ბანკის მიერ 1694 წელს ბანკნოტების გამოშვების შემდგომ. კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად გირვანქა მანტკიცდა. XIX საუკუნეში იქცა მსოფლიო ვალუტად. მეორე მსოფლიო ომმა და აშშ-ის სწრაფვამ, განემტკიცებინა დოლარი]ს საერთაშორისო პოზიცია, გირვანქა საგრძნობლად შეარყია. Wikipediaლიბანური ფუნტი-ის შესახებ
ლიბანური გირვანქა — ოფიციალური ვალუტა ლიბანში. იგი იყოფოდა 100 პიასტად, მაგრამ ლიბანის სამოქალაქო ომის დროს მაღალი ინფლაციის შედეგად მათ აღარ იყენებენ. ლიბანური გირვანქა ასევე ცნობილია როგორც ლიბანური ლირა.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ქვედანაყოფის არაბული ორთოგრაფია იყო غرش. ლიბანის ყველა მონეტა და ბანკნოტი ორენოვანია, მათზე წარწერებია არაბულ და ფრანგულ ენებზე.
1997 წლის დეკემბრიდან გაცვლითი კურსი დადგენილია 1 507,5 ლიბანური ფუნტი ერთი აშშ დოლარისთვის. ამასთან, ლიბანში 2020 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, ამ კურსით გაცვლა თითქმის შეუძლებელია და ბევრად მაღალი თანხაა საჭირო. Wikipedia