მთავარიGBP / SGD • ვალუტა
add
GBP / SGD
წინა დახურული
1,71
ბაზრის სიახლეები
ბრიტანული გირვანქა სტერლინგი-ის შესახებ
გირვანქა სტერლინგი — გაერთიანებული სამეფოს ფულის ერთეული. 1 ფუნტი = 100 პენსს. სიმბოლო: £. მიმოქცევაშია 5, 10, 20, 50 ფუნტის დენომინაციის ბანკნოტები, მონეტები 1/2, 1, 2, 5, 10, 20, 50 პენსი, 1, 2, ფუნტი. ბრიტანეთის შემადგენელი ცალკეული ტერიტორიები ბანკნოტებს საკუთარი დიზაინით ბეჭდავენ.
თავდაპირველად გირვანქა უტოლდებოდა 1 გირვანქა წმინდა ვერცხლს. ფულის ნიშნად იქცა ინგლისის ბანკის მიერ 1694 წელს ბანკნოტების გამოშვების შემდგომ. კაპიტალიზმის განვითარებასთან ერთად გირვანქა მანტკიცდა. XIX საუკუნეში იქცა მსოფლიო ვალუტად. მეორე მსოფლიო ომმა და აშშ-ის სწრაფვამ, განემტკიცებინა დოლარი]ს საერთაშორისო პოზიცია, გირვანქა საგრძნობლად შეარყია. Wikipediaსინგაპურის დოლარი-ის შესახებ
სინგაპურული დოლარი — სინგაპურის ოფიციალური ვალუტა. დაყოფილია 100 ცენტებად. ჩვეულებრივ, შემოკლებით არის დოლარის ნიშანი $, ან S$, რათა განასხვავოს იგი სხვა დოლარში დენომინირებული ვალუტებისგან. სინგაპურის სავალუტო ორგანო გამოსცემს სინგაპურის დოლარის ბანკნოტებსა და მონეტებს.
2019 წლის მონაცემებით, სინგაპურის დოლარი ღირებულებით მსოფლიოში მე-13 ყველაზე დიდი სავაჭრო ვალუტაა. სინგაპურში გამოყენების გარდა, სინგაპურის დოლარი ასევე მიიღება ბრუნეის ყოველდღიურ სავაჭრო ურთიერთობებში. შეთანხმება სავალუტო თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულია სინგაპურის სავალუტო ორგანოსა და ბრუნეი დარუსალამის სავალუტო ორგანოს შორის. ანალოგიურად, ბრუნეის დოლარი ასევე ჩვეულებრივ მიიღება სინგაპურში. Wikipedia